Search This Blog

Thursday 31 January 2013

ვიდეომასალა
                                                                 

  


                                                                   
ფოტომასალა


 

                 
                      









თუ მშიერ ძაღლს დააპურებ და მოუვლი ის არასოდეს არ გიღალატებს... სწორედ ამით განსხვავდება ადამიანისგან.. !
მე მოგიყვებით ერთ-ერთი ძაღლის-რექსის ისტორიას.. რექსი ♥




  5 წლის გერმანული ნაგაზი, რექსი, ბრმაა. ის დაბნეული დადის გალიებისა და სხვა ძაღლების გარემოცვაში. ზოგი ძაღლი ახალ საცხოვრებელ გარემოს შეეგუა და ეზოში თავისუფლად დადის. სახიფათო ძაღლების გარდა, ვოლიერებში ისეთნიც არიან, რომლებიც პატრონთან განშორებას განიცდიან და როგორც თავშესაფარში ამბობენ, ისინი სასიკვდილოდ არიან განწირულნი. დაწესებულების მეპატრონე ყვება: „როგორი დღეც არ უნდა მქონდეს, საღამოს ჩამოვდივარ და ზოგჯერ ღამის სამ საათამდე ველაპარაკები“..

წყარო

Wednesday 30 January 2013

როგორ არეგულირებს კანონი ცხოველთა მოვლის წესებს..



შინაური ცხოველები ბევრ თქვენგანს ყავს და მათ მოსავლელად ძალღონეს არ იშურებს. და რაღა თქმა უნდა ეს ასეც უნდა იყოს. ცხოველების სწორი მოვლა საკმაოდ რთული და ამავე დროს აუცილებელი პროცედურაა. დროული აცრები, ჰიგიენა, გაწვრთნა, რომ ცხოველმა საფრთხე არავის შეუქმნას. მათ მიმართ დამოკიდებულება კი ჰუმანური და მეგობრული უნდა იყოს. ამ საკითხის მნიშვნელობა იმხელაა, რომ იგი კანონის რეგულირების სფეროდაც იქცა. კანონით რეგულირებული წესის მიღების მიზანია ქ. თბილისში ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული,ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. აღნიშნული წესი 2012 წლის 6 სექტემბერს შევიდა ძალაში. აუცილებელია ისეთი პირობების არსებობა, რომ ცხოველმა ადამიანს არ სეუქმნას პრობლემები და პირიქით, ადამიანმა ცხოველს.
კანონი გვთავაზობს ცხოველთა კლასიფიკაციას. ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატონობის განხორციელების მიზნისთვის თბილისში ბინადარი ცხოველები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
  • პატრონიანი
  • უმეთვალყურეო
  • მიკედლებული
  • უპატრონო
უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ცხოველი ითვლება დროებით მიკედლებულად და მასზე ვრცელდება მიკედლებული ცხოველისათვის დადგენილი ნორმები.
მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეტოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:
  1. სათანადო კვება და დაწყურვება;
  2. ფიზიკური აქტივობა ;
  3. საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება ;
  4. მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე. ასევე დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა!არასოდეს დაგავიწყდეთ ეს. აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.

    !უმნიშვნელოვანეს საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. დაიმახსოვრეთ, რომ დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
    • დახრჩობა;
    • გაგუდვა;
    • მოწამვლა;
    • ელექტრომუხტის გამოყენება;
    • მექანიკური დაზიანების მიყენება ;
      იძულებითი შიმშილით , წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.



ეს მხოლოდ საქართველოში ხდება


    მერიამ ჩაატარა უპატრონო ძაღლების მოგვარების თემაზე ტენდერი, სადაც გაიმარჯვა ერთ-ერთმა ასოციაციამ, რომელსაც ევალებოდა
  • 1.დაავადებული ძაღლის მკურნალობა 
  • 2.მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მკურნალობას არ ექვემდებარებოდა დაეძინებინა ისინი ინექციის საშუალებით.
 მაგრამ რეალურად რას აკეთებენ ისინი? იჭერენ ძაღლებს მარწუხებით და განურჩევნად ხოცავენ სასტიკად.. ეს საშინელებაა ! 
  აუცილებლად უნდა არსებობდეს უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი.
  ძაღლების ასე სასტიკად ჟლეტა ისჯება კანონით

  • მუხლი 3.1 არცერთ ცხოველებს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მითუმეტეს სასტიკად !
  • მუხლი 5.2 დაუშვებელია ცხოველის უმიზეზოდ, გაუმართლებლად მიტოვება ან მოკვლა
  • მუხლი 7.1 ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცხოველის გაუმართლებელ სიკვდილს, წარმოადგენს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს!

საქართველოში  უპატრონო ძაღლთა რეგისტრაცია  არასდროს ჩატარებულა, თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი თბილისში 25 000 აღწევს. ცხოველების უმრავლესობა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მატარებელია და  ქალაქში მათი  არსებობა ადამიანის ჯანმრთელობას  სერიოზულ  საფრთხეს უქმნის. საქართველოს, ევროპის  სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადამიანთა მიერ ცოფზე აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. შარშან ჩვენს ქვეყანაში, ამ ვირუსით 7 ადამიანი დაიღუპა, ეს მაშინ, როდესაც ევროპაში ცოფით სიკვდილი არ ფიქსირდება.
თანამედროვე მსოფლიოში ინფექციის თავიდან აცილების აპრობირებული მეთოდი  ცხოველების ორალური ვაქცინაცია გახლავთ.  ცოფის პრევენციის მეორე გზა კი,  უპატრონო ძაღლთა პოპულაციის შემცირებაა. საქართველოში  უპატრონო ძაღლთა დაჭერა და მოკვდინება, უმეტესწილად ქუჩაშივე ხდება, რაც მოსახლეობის პროტესტს იწვევს.

უპატრონო ცხოველთა რიცხვის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ სტერილიზაციის პროექტის განხორციელებით და არა ცხოველების ფიზიკური განადგურებით, რაც ცნობილია, რომ არ ამცირებს ცხოველთა რაოდენობას. "გადაარჩიენე სიცოცხლე-გაასტერილე!" _ამ ლოზუნგით ხელმძღვანელობენ განვითარებული ქვეყნები.გადარჩენილ სიცოცხლეში იგულისხმება ლეკვები, რომლებიც აღარ დაიბადებიან და შესაბამისად ქუჩაშიც ვერ აღმოჩნდებიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათი ფიზიკურად მოშორება უფრო იაფი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე სტერილიზაცია. რამდენად ჰუმანურია ასეთი მიდგომა თვითონ განსაჯეთ !ძაღლი ისეთი ერთგულია თავისი პატრონის, რომ მის საფლავზე თავიც მოუკლავს. თუმცა ადამიანები ხშირად წირავენ "ერთგულ მეგობრებს" და ქუჩაში ყრიან.

თამაზ ელიზბარაშვილმა, რამდენიმე წლის წინ საკუთარი სახსრებითა და საკუთარ კარ-მიდამოზე, უპატრონო ძაღლთა პირველი თავშესაფარი ააშენა.  თავშესაფარში,  ცხოველები ინდივიდუალურ და დანომრილ გალიაში სახლობენ. აქ ყველა ძაღლს თავისი  ისტორია აქვს. ზოგი  ბრმაა, ზოგი ყრუ, ზოგი კი კოჭლი. თუმცა, თავშესაფარში ადგილი ყველასათვის გამოიძებნა.