Search This Blog

Wednesday 30 January 2013

ეს მხოლოდ საქართველოში ხდება


    მერიამ ჩაატარა უპატრონო ძაღლების მოგვარების თემაზე ტენდერი, სადაც გაიმარჯვა ერთ-ერთმა ასოციაციამ, რომელსაც ევალებოდა
  • 1.დაავადებული ძაღლის მკურნალობა 
  • 2.მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მკურნალობას არ ექვემდებარებოდა დაეძინებინა ისინი ინექციის საშუალებით.
 მაგრამ რეალურად რას აკეთებენ ისინი? იჭერენ ძაღლებს მარწუხებით და განურჩევნად ხოცავენ სასტიკად.. ეს საშინელებაა ! 
  აუცილებლად უნდა არსებობდეს უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი.
  ძაღლების ასე სასტიკად ჟლეტა ისჯება კანონით

  • მუხლი 3.1 არცერთ ცხოველებს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მითუმეტეს სასტიკად !
  • მუხლი 5.2 დაუშვებელია ცხოველის უმიზეზოდ, გაუმართლებლად მიტოვება ან მოკვლა
  • მუხლი 7.1 ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცხოველის გაუმართლებელ სიკვდილს, წარმოადგენს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს!

საქართველოში  უპატრონო ძაღლთა რეგისტრაცია  არასდროს ჩატარებულა, თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი თბილისში 25 000 აღწევს. ცხოველების უმრავლესობა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მატარებელია და  ქალაქში მათი  არსებობა ადამიანის ჯანმრთელობას  სერიოზულ  საფრთხეს უქმნის. საქართველოს, ევროპის  სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადამიანთა მიერ ცოფზე აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. შარშან ჩვენს ქვეყანაში, ამ ვირუსით 7 ადამიანი დაიღუპა, ეს მაშინ, როდესაც ევროპაში ცოფით სიკვდილი არ ფიქსირდება.
თანამედროვე მსოფლიოში ინფექციის თავიდან აცილების აპრობირებული მეთოდი  ცხოველების ორალური ვაქცინაცია გახლავთ.  ცოფის პრევენციის მეორე გზა კი,  უპატრონო ძაღლთა პოპულაციის შემცირებაა. საქართველოში  უპატრონო ძაღლთა დაჭერა და მოკვდინება, უმეტესწილად ქუჩაშივე ხდება, რაც მოსახლეობის პროტესტს იწვევს.

უპატრონო ცხოველთა რიცხვის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ სტერილიზაციის პროექტის განხორციელებით და არა ცხოველების ფიზიკური განადგურებით, რაც ცნობილია, რომ არ ამცირებს ცხოველთა რაოდენობას. "გადაარჩიენე სიცოცხლე-გაასტერილე!" _ამ ლოზუნგით ხელმძღვანელობენ განვითარებული ქვეყნები.გადარჩენილ სიცოცხლეში იგულისხმება ლეკვები, რომლებიც აღარ დაიბადებიან და შესაბამისად ქუჩაშიც ვერ აღმოჩნდებიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათი ფიზიკურად მოშორება უფრო იაფი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე სტერილიზაცია. რამდენად ჰუმანურია ასეთი მიდგომა თვითონ განსაჯეთ !ძაღლი ისეთი ერთგულია თავისი პატრონის, რომ მის საფლავზე თავიც მოუკლავს. თუმცა ადამიანები ხშირად წირავენ "ერთგულ მეგობრებს" და ქუჩაში ყრიან.

თამაზ ელიზბარაშვილმა, რამდენიმე წლის წინ საკუთარი სახსრებითა და საკუთარ კარ-მიდამოზე, უპატრონო ძაღლთა პირველი თავშესაფარი ააშენა.  თავშესაფარში,  ცხოველები ინდივიდუალურ და დანომრილ გალიაში სახლობენ. აქ ყველა ძაღლს თავისი  ისტორია აქვს. ზოგი  ბრმაა, ზოგი ყრუ, ზოგი კი კოჭლი. თუმცა, თავშესაფარში ადგილი ყველასათვის გამოიძებნა.


No comments:

Post a Comment