Search This Blog

Thursday 7 February 2013

კომენტარები !

მარიამ ენუქიძე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი 
    ერთხელ დილით ძაღლის კივილმა გამაღვიძა, ერთი ხანში შესული მეზობელი კაცი თოკით დაბმული ძაღლი სირბილით ბუჩქებში გააქანა და ჯოხით სასტიკად მანამდე ურტყა, სანამ სული არ ამოახდევინა. და ამას უკვე არაერთხელ აკეთებს. ის უცოდველი ძაღლი კორპუსის ყველა მაცხოვრებელს სიყვარულით ეგებებოდა. აღსანიშნავია ისიც რომ რამდენიმე 9 სართულიანი კორპუსიდან არავინ აღშფოთდა, რაც იმის დასტურია რომ მაგ კაცს არ ჩამოუვარდებიან. ჰიტლერიც კი მონაგონია ასეთ სადიზმთან. ამ დროს კი უძლური ხარ და ვერავის მიმართავ დახმარებისთვის. აქ უკვე ადამიანის უფლებებიც ილახება, როდესაც შეუძლებელია ასეთი საშინელი სურათის მეხსიერებიდან ამოშლა. რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება ასე? წამებისთვის და მკვლელობისთვის უნდა
იყოს დაწესებული მაღალი ჯარიმები, ქართველებს მხოლოდ ფულის დაკარგვის შიში თუ შეაჩერებთ!
რაც საქართველოში მთავრობის დამსახურებით ხდება საერთაშორისოდ უნდა გაშუქდეს, ყველას უნდა გავაგებინოთ რომ ამ ქვეყანაში არავითარი ცივილიზაცია არ არსებობს;
ვინც თავს ადამიანად თვლის ყველა უნდა გაერთიანდეს და არაადამიანების წინააღმდეგ აჯანყდეს !
გიორგი ამირანიძე- სტუდენტი
 
ახალგაზრდობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი უდნა დავიცვათ ეს ცხოველები. მიტინგის მოწყობა ჩვენც შეგვიძლია და ეს არც იქნება უმიზეზო აქცია. ახალგაზრდობა, სტუდენტობა დიდი ძალააა. ეს უნდა დამთავრდეს !

ნატო გვალია: 
აუცილებელია, თან ძალიან, რომ მაწანწალა ძაღლები სასწრაფო წესით იყვნენ იზოლირებულნი მოსახლეობისგან. ვისაც ძაღლზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული და სახლში ჰყავს - თვითონვე დებს თავს ყველაფერზე, ამ ძაღლებს კი არავინ აკონტროლებს და მაშინ ნურც ნურავინ დაძრახავს მოსახლეობას, თავის დაცვის მიზნით ყველა იმას იზამს, რასაც საჭიროდ ჩათვლის და ვისაც ასე ძალიან შესტკივა გული - წაიყვანოს სახლში და ქუჩაში და სადარბაზოებში ნუღარ დააგდებს.

გიგი მესხი: 
ჩვენ უბალოდ გვინდა რომ შეწყდეს ძაღლების ასეთი ჟლეტა და გაკეთდეს მათთვის თავშესაფარი სადაც დაცული იქნებიან და არ დახოცავენ. უმკურნალებენ, სტერილიზაციას გაუკეთებენ და .შ. თორემ არც ჩვენ არ მოგვწონს ასეთი სიტუაცია რომ არის. უბრალოდ ისევ ადამიანების ბრალია ამდენი უპატრონო ცხოველი რომ დარბის ქუჩაში. მობეზრდებათ და ყრიან გარეთ.

ნათია მეტრეველი: იმაზე რას იტყვით ხალხს რომ კბენენ? მე არ ვარ მომხრე მაწანწალა ძაღლების ასეთი მკაცრი დასჯის მაგრამ ისიც არ შეიძლება რომ ქუჩებში იწანწალონ... გაიგე შენ რომელია ცოფიანო და ავი.... ჩემს სახლთან ახლოს, თემქა-მუხიანის გადასახვევთან ვცხოვრობ, ძალიან ბევრი მაწანწალა ძაღლია აქვთ ერთი დიდი ოჯახი (მგლებივით).
    ამას წინათ მანქანის სადგომზე მივდიოდი და ერთ პატარა, 3-4 წლის ბავშვზე იყვნენ შემოხვეულები და ყეფდნენ. მე რომ არ შევსწრებოდი ღმერთმა იცის იქ რა მოხდებოდა...
  აუცილებლად უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი კანონით.

მალხაზ ტალახაძე: 
კიდევ ერთხელ გავიმეორებ. საქართველო პირველ ადგილზეა დაკბენების მიხედვით მსოფლიოში. მაგრამ დაკბენების 80%-ზე მეტი მოდის სახლის ძაღლისგან! თანაც გავითვალისწინოთ ის რომ ჩვენ არც მაინცდამაინც მეძაღლე კულტურა ვართ და ვერ ვიქნებით სახლში ძაღლების რაოდენობით 1-ელ ადგილზე. გამოდის რომ ჩვენ გვყავს გაუზრდელი ძაღლები, აგრესიული ჯიშები და არ ვიცით მათი მოვლა და მათთან ქცევა.
ანუ კბენის პრობლემას ვერ მოაგვარებთ უპატრონოების დროებითი ამოხოცვით. ან თუნდაც ყველა მათგანის თავსესაფარში შეყვანით.
ნამდვილად არ უნდა იყოს ამდენი უპატრონო ცხოველი და სწორედ ამისთვისაა საჭირო ხალხს ყური აეწიოს ცხოველის გაგდებისთვის, უსასრულო გამრავლებისთვის და წახალისდეს სტერილიზაცია. სხვანაირად თქვენ ამ პრობლემის წყაროს ადგილზე ტოვებთ და ებრძვით შედეგს უპერსპექტივოდ და არაეფქტურად.
ლალი სულაძე: რაც უფრო მეტი ქუჩის ძაღლი იქნება, მით მეტ ფულს აიღებენ ცხოველების ხოცვა - ჟლეტაში ( 19 თვის განმავლობაში აღებულია 1 200 000 ლარი), რაც უფრო მეტი ქუჩის ძაღლი იქნება მით მეტი ფული გამოიყოფა ვაქცინაციისთვის სახელმწიფოს მიერ და კიდევ ფულს გააკეთებენ ამ ვაქცინებში ( 2008 წელს სახელმწიფოს მიერ თბილისისთვის შეძენილია 19 000 დოზა ცოფის ვაქცინა ცხოველებისათვის, რომელიც უნდა გახარჯულიყო ძაღლებზე და კატებზე თბილისში უფასოდ, გახარჯულია 0, ხოლო სად არის ეს ვადაგასული ვაქცინები დღეს კაცმა არ იცის და მერია ასაიდუმლებს ოფიციალურ ინფორმაციას), რაც უფრო მეტი ქუჩის ძაღლი იქნება, მით უფრო შეაშინებენ ხალხს თავიანთი ნაგავი გაზეთით (ასავალ-დასავალი), და ეს ხალხი მტრულად განეწყობა ცხოველებისადმი და ღებულობს ადეკვატურ დამოკიდებულებას ცხოველების მიერ, რაც უფრო მეტ ქუჩის ძაღლს გაანადგურებენ, იმუშავებს ბუნებრივი გადარჩენის პროცესი, კვლავ უფრო მეტად გაიზრდება ძაღლების რაოდენობა და ვღებულობთ აგრესიის პოპულაციას. რაც უფრო მეტი აგრესია იქნება ადამიანებსა და ცხოველებს შორის, მით მეტი დაკბენა იქნება და წავიდა ფულის გაკეთება მოსახლეობიდან კომერსანტი რაბიოლოგი ბაზაევის მიერ. ისე, რომ ყველაფერი ეს არის შეგნებულად მიზანმიმართული ფულის გასაკეთებლად ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე. ამ სფეროში საქართველო უკანასკნელ ადგილზეა მსოფლიოში. ხოლო ამას ვინც ვერ გებულობს ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ცხოველების დამცველებს თქვენი პრობლემით პრობლემას ნუ უქმნით. 

No comments:

Post a Comment