Search This Blog

Thursday 7 February 2013

ჩემს შესახებ !

მე ვარ ქრისტინე ბიგვავა. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე.. ვარ 6-2 ჯგუფის წევრი.
        რაც შეეხება ჩემს მიერ არჩეულ საპრეზენტაციო თემას "უპატრონოდ მიტოვებული ძაღლები" ავირჩიე იმიტომ, რომ ეს საკითი საკმაოდ აქტუალურად შეიძლება ჩაითვალოს დღეს, რადგან "მაწანწალა" ძაღლების რიცხვმა საქართველოში უპრეცენდენტოდ იმატა.. ამ პრობლემას აუცილებლად ესაჭიროება ისეთი ზომების მიღება, რომ ორივე მხარე (ადამიანები და ძაღლები) კმაყოფილი დარჩეს.
       რაც უფრო მეტად ვეცნობი ადამიანებს მით უფრო მეტად ვაფასებ ძაღლებს.. ხალხის გულგრილობასა და სადიზმს საზღვარი არ აქვს.. მათ შეუძლიათ უმოწყალოდ მოკლან ჯანმრთელი ძაღლები. ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა ცხოველი იქნება ეს თუ ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა, მთავარია რომ ცოცხალი არსებაა და მისი მოკვდინებაც ისეთივე ცოდვად უნდა ითვლებოდეს, როგორიც პიროვნების მოკლვაა... შეიძლება ითქვას რომ უპატრონო ძაღლი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, როგორც არ უნდა ვეცადო რომ ვთქვა თუ ძაღლს შენ არ დაუშავებ რამეს აქეთ არ გერჩისო, ტრუილი იქნება, რადგან ცხოველზე კი არა ადამიანზეც ვერ აიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთავარია მათაც შეექმნათ სასიცოცხლო პირობები, ამისთვის სულ რაღაც მცირეოდენი სითბო და გულახდილობაა საჭირო.. აუცილებელია გაიხსნას ძაღლთა თავშესაფრები რათა ძაღლების ცხოვრება საარსებო მინიმუმს მაინც გაუტოლდეს.
       თუ მშიერ ძაღლს დააპურებ და მოუვლი ის არასდროს გიღალატებს, სწორედ ამით განსხვავდება იგი ადამიანისგან ! ვინც თავს ადამიანად თვლის ყველა უნდა გაერთიანდეს არაადამაინობის წინააღმდეგ. უმოწყალოდ ჟლეტავენ ძაღლებს და ამას სასტიკი, ტირანიით შეპყრობილი ადამიანები აკეთებენ, თუმცა ის პიროვნება რომელიც ბოროტმოქმედს ხელს გადააფარებს (არ იმოქმედებს, გაჩუმდება) პოტენციური მკვლელია უცოდველი ლეკვებისა, ლეკვებისა რომლებიც ისევე იმსახურებენ ცხოვრებას, როგორც ნებისმიერი სულიერი არსება.
       პატრონის მიერ მიტოვებული ცხოველი_ ეს უკვე სხვა პრობლემაა, ეს არის ღალატი მსოფლიოში უერთგულესი მეგობრისა.. დაბერება არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანისთვის დაბრკოლებას, გადაულახავ ბარიერს, რადგან თითოეულ ჩვენგანს მოუწევს ამ ეტაპის გადალახვა.. გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთგულ მეგობრებს, ნუ დავტოვემთ მათ ქუჩაში, ნუ გავხდით მათ სადისტი ადამიანების სამიზნედ, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს ! თუ ოდესღაც აიღე ძაღლის მოვლის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მაშინ ვალდებული ხარ უპატრონო მას მისი სიცოცხლის ბოლომდე, რომელიც სულ რაღაც 10-15 წლით შემოიფარგლება..
       ყველასათვის ცნობილია, რომ ცხოველებს აქვთ შეგრძნებები და ინსტიქტები, ამიტომ მათ შეუძლიათ გამოსცადონ ტკივილი და ტანჯვა. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ღირებულება და ეს ავალდებულებს ადამიანს, დაიცვან ეს ღირებულებები და პატივი სცენ მათ.
       ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, ვაპირებდი მყოლოდა ძაღლი თუმცა ჩემს მიერ ჩატარებულმა კვლევამ მიჩვენა რომ ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა, რადგან ადამიანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ლეკვის აყვანით.. მე კი ვთვლი რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვარ, თუმცა უახლოეს ხანებში ავიყვან ამ მშვენიერი ბუნების ცხოველს და აუცილებლად ვაჩუქებ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს _ სითბოსა და სიყვარულს!

No comments:

Post a Comment