Search This Blog

Wednesday 30 January 2013

როგორ არეგულირებს კანონი ცხოველთა მოვლის წესებს..



შინაური ცხოველები ბევრ თქვენგანს ყავს და მათ მოსავლელად ძალღონეს არ იშურებს. და რაღა თქმა უნდა ეს ასეც უნდა იყოს. ცხოველების სწორი მოვლა საკმაოდ რთული და ამავე დროს აუცილებელი პროცედურაა. დროული აცრები, ჰიგიენა, გაწვრთნა, რომ ცხოველმა საფრთხე არავის შეუქმნას. მათ მიმართ დამოკიდებულება კი ჰუმანური და მეგობრული უნდა იყოს. ამ საკითხის მნიშვნელობა იმხელაა, რომ იგი კანონის რეგულირების სფეროდაც იქცა. კანონით რეგულირებული წესის მიღების მიზანია ქ. თბილისში ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული,ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. აღნიშნული წესი 2012 წლის 6 სექტემბერს შევიდა ძალაში. აუცილებელია ისეთი პირობების არსებობა, რომ ცხოველმა ადამიანს არ სეუქმნას პრობლემები და პირიქით, ადამიანმა ცხოველს.
კანონი გვთავაზობს ცხოველთა კლასიფიკაციას. ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატონობის განხორციელების მიზნისთვის თბილისში ბინადარი ცხოველები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
  • პატრონიანი
  • უმეთვალყურეო
  • მიკედლებული
  • უპატრონო
უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ცხოველი ითვლება დროებით მიკედლებულად და მასზე ვრცელდება მიკედლებული ცხოველისათვის დადგენილი ნორმები.
მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეტოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:
  1. სათანადო კვება და დაწყურვება;
  2. ფიზიკური აქტივობა ;
  3. საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება ;
  4. მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე. ასევე დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა!არასოდეს დაგავიწყდეთ ეს. აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.

    !უმნიშვნელოვანეს საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. დაიმახსოვრეთ, რომ დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
    • დახრჩობა;
    • გაგუდვა;
    • მოწამვლა;
    • ელექტრომუხტის გამოყენება;
    • მექანიკური დაზიანების მიყენება ;
      იძულებითი შიმშილით , წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.



No comments:

Post a Comment